კაცს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე შვილი მოიყვანა, შვილი საერთოდ არ ჰყავს

14.12.24 19:57
კაცს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე შვილი მოიყვანა, შვილი საერთოდ არ ჰყავს

 

 

"ქართული ოცნების" მიერ იმიტირებულ ზეიმზე, მიკროავტობუსით ჩამოყვანილი ხალხი, ამტკიცებს, რომ მათ ბავშვები ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ჩამოიყვანეს. 

"ტვ პირველმა" ჩაწერა, "ოცნების" პარტაქტივის წევრი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც კამერების წინ ამტკიცებდა, რომ ღონისძიებაზე შვილი მოიყვანა და ოპოზიციამ ზეიმი ჩაუშალა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კაცს შვილი საერთოდ არ ჰყავს. 

ამის აღიარება მას პირდაპირ ეთერში მას შემდეგ მოუწია, "პირველებმა" გაარკვია, რომ კაცი პირდაპირ ეთერში ცრუობდა. 

ცნობისთვის, რუსთაველზე მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" საახალწლო ნაძვის ხის ანთება გადადო.  

კალაძის მიერ სპეცრაზმის ალყაში მყოფი შენობიდან გაკეთებული განცხადების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ საგანგებოდ, თავისუფლების მოედანზე მიკროავტობუსებით მიყვანილი საჯარო მოხელეების ნაწილი უკან გააბრუნა. 

დღეს ხალხთან იდგა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნები მოითხოვა. 

ზურაბიშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე იყო ნათელა მაჭავარიანი - გეგა კობახიძის დედა. მეორე მოთხოვნა, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა სწორედ მან გააჟრერა. 

მსგავსი სიახლეები