წყარო: "ოცნების" კონტრაქციაზე გეპეის რექტორიც იყო

14.12.24 20:55
წყარო: "ოცნების" კონტრაქციაზე გეპეის რექტორიც იყო

"ქართული ოცნების" მიერ, კონტრაქციაზე მიყვანილ ადამიანებს შორის, გეპეის რექტორი დავით გურგენიძეც ამოიცნეს - ინფორმაცია "ტვ პირველის" ახალი ამბების რედაქციამ სანდო წყაროსგან მიიღო. 

ამ ეტაპზე "ოცმების"მიერ საგანგებოდ მიყვანილ პირებს შორის იდებთიფიცირებულები არიან: 

  • კადრებში, რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ჩანს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე. 
  • იანტბელიძე არაერთ სკანდალშია გახვეული. რამდენიმე დღის წინ, ეს უკანასკნელი, ევროპული აქციის მონაწილეებს ღიად ემურებოდა.
  • გიორგი იანტბელიძის სახელი გაჟღერდა,  2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარი ძაადობის საქმეში, როცა ოპოზიციას "ოცნების" ე.წ. ზონდერები ოპოზიციის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ. 

კადრებში ჩანს, ლევან ჯაფარიძე - კრწანის მაჟორიტარი.

ცნობისთვის, რუსთაველზე მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" საახალწლო ნაძვის ხის ანთება გადადო.  

კალაძის მიერ სპეცრაზმის ალყაში მყოფი შენობიდან გაკეთებული განცხადების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ საგანგებოდ, თავისუფლების მოედანზე მიკროავტობუსებით მიყვანილი საჯარო მოხელეების ნაწილი უკან გააბრუნა. 

დღეს ხალხთან იდგა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნები მოითხოვა. 

ზურაბიშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე იყო ნათელა მაჭავარიანი - გეგა კობახიძის დედა. მეორე მოთხოვნა, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა სწორედ მან გააჟღერა. 

მსგავსი სიახლეები