რუსთაველის გამზირზე "ხარება" გამოჩნდა - პარლამენტთან პოლიციის მობილიზებაა

29.12.24 10:09
რუსთაველის გამზირზე "ხარება" გამოჩნდა - პარლამენტთან პოლიციის მობილიზებაა

პარლამენტთან პოლიციის მობილიზებაა - დედაქალაქის მთავარ გამზირზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხაზარიშვილი "ხარება" გამოჩნდა. "პირველების" კორესოპოდენტის ცნობით, ადგილზე იმყოფება მისი მოადგილე მირზა კეზევაძე.

1 საათში "ქართული ოცნება" ერთკაციან არჩევნებში "გამარჯვებულ" და მის მიერვე დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას დაიწყებს.

პარალელურად პარლამენტთან იკრიბებიან მოქალაქეები. "აჩვენე წითელი ბარათი ყაველაშვილს” - ამ სახელწოდებისაა ის აქცია, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება. 

გარდა ამისა, 10 საათიდან საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს ორბელიანების სასახლესთან ელოდება.

შეგახსენებთ, სისხლიანი ნოემბრის შესახებ შემზარავი ფაქტები, "შაბათის ეთერთან" ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა გაამხილა. 

ირაკლი შაიშმელაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დემონსტრანტების ცემა მიზანმიმართულია და "ხარება" სავარაუდოდ დავალებებს პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან იღებს

გაირკვა ისიც, რა მოხდა 5 ივლისს, როცა მოულოდნელად, მოძალადეების პირისპირ შიგანთაგან საქმეთა სამინისტრომ მედია დაუცველი დატოვა. "გვითხრეს, რომ ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული სიტუაცია" - ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი. 

სკანდალური იყო, ინტერვიუს კიდევ ერთი ნაწილი - ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, "ხარებას" მოადგილე მას ფიზიკურად გაუსწორდა. 

მისი თქმით, ემუქრებოდნენ შვილების ლიკვიდაციითაც.