პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილი ჟან-ნოელ ბაროსთან გამართული აუდიენციის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში თავადვე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილმა არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან გამართა აუდიენცია. ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.
რა გზავნილები გააჟღერა მეხუთე პრეზიდენტმა:
- პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ძლიერი სიგნალი იქნება იმ პოლიციელთა დასანქცირება, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლევიან
- პრეზიდენტი: როცა მეკითხებიან ხოლმე, "არ ტოვებ პროცესს?" მე ვპასუხობ, რომ არა, რა თქმა უნდა ვრჩები!"
- სალომე ზურაბიშვილი: როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა? - წინააღმდეგობით!
- პრეზიდენტი მიუნხენში: "საქართველო მხოლოდ ის ქვეყანა არაა, სადაც მოსახლეობის 80% მხარს ევროპულ გზას უჭერს, ეს ასევე შავი ზღვაა"
- სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიაა - რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველო სხვა გზით?
- ივანიშვილმა საქართველო ოფშორების ოფშორად აქცია - ზურაბიშვილი