ზურაბიშვილი: ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე შეიძლება გადაიდგას

15.02.25 13:35
ზურაბიშვილი: ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე შეიძლება გადაიდგას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შემდგარი აუდიენციის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ჟან-ნოელ ბაროსთან შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები და ევროკავშირის მხრიდან საჭირო ნაბიჯები განიხილა. 

პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილმა არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან გამართა აუდიენცია. ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.

რა გზავნილები გააჟღერა მეხუთე პრეზიდენტმა: