ჩვენმა პარტნიორებმა წამებაში მხილებული პირების პასუხისგებასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დააფიქსირონ - გალდავა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის სტრატეგიულმა პარტნიორებმა მეტად აქტიურად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებაში მხილებული პირების პასუხისგებაში მიცემაზე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილის მიერ პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლასაც აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის პოზიცია ქვეყნის ინტერესებთან თანხვედრაში იყო.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გამოხატონ უფრო ძლიერად პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისგებაში იყვნენ მიცემული ყველა ის პირი, რომელიც ჩადის საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულს ცემით, წამებით, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობით.
საქართველოში ევროკავშირის და ამერიკული პოზიციების შესუსტება ნიშნავს, რომ აქ გაძლიერდება ქვეყნის საგარეო ვექტორის შეცვლის მიმართულება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის პოზიციები იყო თანხვედრაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან". - განაცხადა ლანა გალდავამ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილმა არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან გამართა აუდიენცია. ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.
რა გზავნილები გააჟღერა მეხუთე პრეზიდენტმა:
- პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ძლიერი სიგნალი იქნება იმ პოლიციელთა დასანქცირება, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლევიან
- პრეზიდენტი: როცა მეკითხებიან ხოლმე, "არ ტოვებ პროცესს?" მე ვპასუხობ, რომ არა, რა თქმა უნდა ვრჩები!"
- სალომე ზურაბიშვილი: როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა? - წინააღმდეგობით!
- პრეზიდენტი მიუნხენში: "საქართველო მხოლოდ ის ქვეყანა არაა, სადაც მოსახლეობის 80% მხარს ევროპულ გზას უჭერს, ეს ასევე შავი ზღვაა"
- სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიაა - რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველო სხვა გზით?
- ივანიშვილმა საქართველო ოფშორების ოფშორად აქცია - ზურაბიშვილი