მიუნხენის კონფერენციაზე "ოცნების" არცერთი წევრის ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ მას ლეგიტიმურად არავინ ცნოს - წითლიძე

15.02.25 15:27
მიუნხენის კონფერენციაზე "ოცნების" არცერთი წევრის ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ მას ლეგიტიმურად არავინ ცნოს - წითლიძე

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილის მიერ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს გაჟღერებულ გზავნილებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე აფასებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტები დასვა, რომ ევროპამ მარიონეტულ ხელისუფლებაზე ზეწოლის ფორმები უნდა გააძლიეროს.

ანა წითლიძე მიუნხენის კონფერენციაზე "ქართული ოცნების" წევრების არ მიწვევასაც ეხმაურება და ამბობს, მოცემული ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ცივილური სამყარო ივანიშვილის ხელისუფლებას ლეგიტიმურად არ ცნობს. 

მნიშვნელოვანი აქცენტები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ქმედებები და ზეწოლის ფორმები მარიონეტულ ხელისუფლებაზე. თვითონ ის ფაქტი, რომ მიუნხენის კონფერენციაზე არავინ არ იყო წარმოდგენილი ივანიშვილის პარტიიდან, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. სანქციები უნდა შეეხოს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და მაღალ რგოლს, არამედ უნდა შეეხოს იმ შუალედურ რგოლსაც, რომლებიც მონაწილეობენ უშუალოდ დარბევებში", - ამბობს ანა წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილმა არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან გამართა აუდიენცია. ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.

რა გზავნილები გააჟღერა მეხუთე პრეზიდენტმა: