პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "ოცნების" მიერ იზოლაციაში მოქცეული პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაარღვიოს - ბესელია

15.02.25 15:32
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "ოცნების" მიერ იზოლაციაში მოქცეული პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაარღვიოს - ბესელია

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "ოცნების" მიერ იზოლაციაში მოქცეული პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაარღვიოს" - ამის შესახებ "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ევროპული ოჯახის მოკავშირედ განიხილებოდეს. 

პრეზიდენტი ზურაბიშვილი დღეს წარმოადგენს საქართველოს, ასე მიიღეს ის, ასე აღირებს მას საერთაშორისო საზოგადოება. ასეთი მანდატი აქვს მას დღეს, რაც, პირველ რიგში, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ იმ იზოლაციის პირობებში, რომელშიც "ქართული ოცნება" არის მოქცეული და რომელშიც მოაქცია მთლიანად ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, სწორედ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაარღვიოს ეს სივრცე. ახლა, ამ უაღრესად საჭირო მომენტში საქართველო უნდა განიხილებოდეს როგორც ევროპული ოჯახის მოკავშირე", - ამბობს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილმა არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან გამართა აუდიენცია. ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.

რა გზავნილები გააჟღერა მეხუთე პრეზიდენტმა: