ზურაბიშვილი მთავარი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია - ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ზელენსკის შეხვდა

15.02.25 15:14
ზურაბიშვილი მთავარი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია - ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ზელენსკის შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მთავარი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია - გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა ცოტახნის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შედგა.

დილიდან ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან აუდიენციას მართავს. მან შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთანაც იმ მწვავე რეზოლუციის შემდეგ, რომლითაც ევროპის საბჭო ივანიშვილის რეჟიმს აპრილამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ავალდებულებს. 

შეგახსენებთ, რომ ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.

რა გზავნილები გააჟღერა მეხუთე პრეზიდენტმა: