ფაქტობრივად, პარტნიორებთან ყველა შეხვედრა უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით იწყება - გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი
გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან და სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმყოფება, "პირველებთან" ევროპელ ლიდერებთან გამართული აუდიენციის შესახებ საუბრობს.
გერმანიაში მყოფი დიპლომატი იუწყება, რომ სტრატეგიულ პარნტნიორებთან შეხვდერა სინდისის პატიმრების გათავისუფლების და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით იწყება.
ყველა შეხვედრა იწყება, ფაქტობრივად, იმით, რომ უნდა გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეები. ამ ინსტიტუციებს შეუძლიათ, რომ დიდი როლი ითამაშონ იმაში, რომ გააძლიერონ წნეხი დე ფაქტო რეჟიმზე, რომ მოხდეს მაქსიმალურად მათი დელეგიტიმაცია.
არჩევნები უნდა ჩატარდეს მეტ-ნაკლებად თავისუფალ და სამართლიან გარემოში და უნდა დაინიშნოს კონკრეტული თარიღი, თუ როდის უნდა ჩატარდეს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან. მნიშვნელოვანია ეს კონტაქტები, რომელიც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ხდება, იმიტომ რომ ოფიციალურად ქვეყანა წარმოდგენილი არ არის მნიშვნელობის საერთაშორისო ფორმატთან, როცა ამ წელს განსაკუთრებულ ფორმატში ტარდება ეს ფორუმი", - ამბობს გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილმა არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან გამართა აუდიენცია. ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.
რა გზავნილები გააჟღერა მეხუთე პრეზიდენტმა:
- პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ძლიერი სიგნალი იქნება იმ პოლიციელთა დასანქცირება, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლევიან
- პრეზიდენტი: როცა მეკითხებიან ხოლმე, "არ ტოვებ პროცესს?" მე ვპასუხობ, რომ არა, რა თქმა უნდა ვრჩები!"
- სალომე ზურაბიშვილი: როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა? - წინააღმდეგობით!
- პრეზიდენტი მიუნხენში: "საქართველო მხოლოდ ის ქვეყანა არაა, სადაც მოსახლეობის 80% მხარს ევროპულ გზას უჭერს, ეს ასევე შავი ზღვაა"
- სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიაა - რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველო სხვა გზით?
- ივანიშვილმა საქართველო ოფშორების ოფშორად აქცია - ზურაბიშვილი