პრეზიდენტი ზურაბიშვილი: მაია სანდუსთან "ქართული ოცნების" რეჟიმის მზარდი რეპრესიები განვიხილე
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილის ცნობით, მაია სანდუსთან გამართულ აუდიენციაზე "ქართული ოცნების" რეჟიმის მზარდი რეპრესიები განიხილა.
მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან „ქართული ოცნების“ რეჟიმის მზარდი რეპრესიები, რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა და ევროკავშირის წინაშე მისი გამოწვევები განვიხილე. ხაზი გავუსვი მზია ამაღლობელის გასათავისუფლებლად სასწრაფო ზომების მიღებას. თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლაში მისი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ“, - წერს სალომე ზურაბშვილი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილმა არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან გამართა აუდიენცია. ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.
რა გზავნილები გააჟღერა მეხუთე პრეზიდენტმა:
- პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ძლიერი სიგნალი იქნება იმ პოლიციელთა დასანქცირება, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლევიან
- პრეზიდენტი: როცა მეკითხებიან ხოლმე, "არ ტოვებ პროცესს?" მე ვპასუხობ, რომ არა, რა თქმა უნდა ვრჩები!"
- სალომე ზურაბიშვილი: როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა? - წინააღმდეგობით!
- პრეზიდენტი მიუნხენში: "საქართველო მხოლოდ ის ქვეყანა არაა, სადაც მოსახლეობის 80% მხარს ევროპულ გზას უჭერს, ეს ასევე შავი ზღვაა"
- სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიაა - რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველო სხვა გზით?
- ივანიშვილმა საქართველო ოფშორების ოფშორად აქცია - ზურაბიშვილი