პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს ქართული მედიის წერილი გადასცა
საქართველოს მეხუთე პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უმაღლესი დონის შეხვედრებისას ევროპელ ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ქართულ მედიაში შექმნილი მდგომარეობა გააცნო, დაკავებული, მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებ ესაუბრა და ის წერილი გადასცა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა თბილისში, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.
ქართული მედიის 17 წარმომადგენლის წერილი, რომელიც ბოლო პერიოდში, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ტელევიზიებში, რეგიონულ მედიასა და ონლაინმედიაში შექმნილ მდგომარეობას ასახავდა, პრეზიდენტმა გადასცა:
- ესტონეთის პრეზიდენტს, ალან კარის
- მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს
- ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს
- საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს
- ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, ჯო უილსონს
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილმა არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან გამართა აუდიენცია. ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ პანელურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.
რა გზავნილები გააჟღერა მეხუთე პრეზიდენტმა:
- პრეზიდენტი ზურაბიშვილი: ძლიერი სიგნალი იქნება იმ პოლიციელთა დასანქცირება, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლევიან
- პრეზიდენტი: როცა მეკითხებიან ხოლმე, "არ ტოვებ პროცესს?" მე ვპასუხობ, რომ არა, რა თქმა უნდა ვრჩები!"
- სალომე ზურაბიშვილი: როგორ უნდა დავამარცხოთ დიქტატურა? - წინააღმდეგობით!
- პრეზიდენტი მიუნხენში: "საქართველო მხოლოდ ის ქვეყანა არაა, სადაც მოსახლეობის 80% მხარს ევროპულ გზას უჭერს, ეს ასევე შავი ზღვაა"
- სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიაა - რატომ არ ვეცადოთ, რომ მივიღოთ საქართველო სხვა გზით?
- ივანიშვილმა საქართველო ოფშორების ოფშორად აქცია - ზურაბიშვილი