"ეს ადგილი უსაფრთხოა?" - გერმანიის ელჩი პრეზიდენტ ზურაბიშვილს სოლიდარობას უცხადებს

18.02.25 14:56
"ეს ადგილი უსაფრთხოა?" -  გერმანიის ელჩი პრეზიდენტ ზურაბიშვილს სოლიდარობას უცხადებს

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე ტიტუშკების მიერ თავდასხმას ეხმიანება და მეხუთე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს: 

"სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ თბილისის აეროპორტში. მეორე თავდასხმა ჩამომსვლელ მგზავრზე 2 დღეში. TAV airports: ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?" - წერს ფიშერი. 

შეგახსნებეთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  ე.წ. ტიტუშკებმა კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "პირველებს" უყვებიან, არცერთ შემთხვევაზე ადგილზე მყოფ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. 

ფაქტს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა: