"მოვუწოდებთ ევროკავშირს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გადახედვის პროცესი დაიწყოს" - ცაჰკნა
"საკითხი დევს მაგიდაზე" - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადახედვის პროცესი დაიწყოს.
"ეს საკითხი (ვიზალიბერალიზაციის გადახედა) მაგიდაზე დევს და სჭირდება 15 წევრი ქვეყნის თანხმობა პროცესის დასაწყებად" - განაცხადა მარკუს ცაჰკნამ "ევროსკოპის" მთავარი რედაქტორის კითხვის საპასუხოდ.
მისი თქმით, ესტონეთს ქთობით ქართველი მაღალჩინოსანი სანქციების ქვეშ ჰყავს:
ესტონეთს უკვე ათობით მაღალჩინოსანი ჰყავს სანქციების ქვეშ მოქცეული ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ჩათვლით. მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს პროცესი ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, ეს საკითხი დევს მაგიდაზე და სჭირდება 15 წევრი ქვეყნის თანხმობა პროცესის დასაწყებად, რათა მოეთხოვოს რეჟიმს, შეცვალოს მისი ქცევა." - განაცხადა მარკუს ცაჰკნამ.
ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს, ნატოს მინისტერიალი გაიმართა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" მთავარმა რედაქტორმა საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს შესახებ კითხვები დაუსვა.
რა გზავნილები გააჟღერეს ევროპელმა ლიდერებმა?
- ძალიან შეშფოთებულები ვართ, საქართველოში განვითარებული მოვლენებით - კასპარ ველდკამპი
- სერიოზულად შეშფოთებულები ვართ - სლოვენიის საგარეო მინისტრი საქართველოზე
- "მოვუწოდებთ ევროკავშირს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გადახედვის პროცესი დაიწყოს" - ცაჰკნა
- "ქართული ოცნების" პოლიტიკას ფინეთის საგარეო მინისტრი აკრიტიკებს