ძალიან შეშფოთებულები ვართ, საქართველოში განვითარებული მოვლენებით - კასპარ ველდკამპი

03.04.25 15:34
ძალიან შეშფოთებულები ვართ, საქართველოში განვითარებული მოვლენებით - კასპარ ველდკამპი

„მარტა კოსის და კაია კალასის განცხადების უკან ვდგავართ, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით“ - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე, „ევროსკოპის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, ქართველი ხალხის წასახალისებლად ევროკავშირი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს - „თქვენ ნახეთ ევროკავშირის მხრიდან ნაბიჯები, მათ შორის დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების შესახებ".

ძალიან შემაშფოთებელია, რომ ასეთი უკანდახევა ვიხილეთ საქართველოში. თქვენ ნახეთ კაია კალასის და მარტა კოსის განცხადება, ჩვენ სრულად ვდგავართ ამის უკან, ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით.

საქართველოს მოსახლეობის ასეთი დიდი ნაწილი არის პროევროპული, ისწრაფვის ევროკავშირისკენ, ყველამ უნდა წაახალისოს ისინი, რომ გააგრძელონ ეს გზა. დღეს ნატოს მინისტერიალზე არ გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ მისაღები ზომები, მაგრამ თქვენ ნახეთ ევროკავშირის მხრიდან ნაბიჯები, მათ შორის დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების შესახებ." - განაცხადა კასპარ ველდკამპმა.

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს, ნატოს მინისტერიალი გაიმართა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" მთავარმა რედაქტორმა საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს შესახებ კითხვები დაუსვა.

რა გზავნილები გააჟღერეს ევროპელმა ლიდერებმა?