სერიოზულად შეშფოთებულები ვართ - სლოვენიის საგარეო მინისტრი საქართველოზე
საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევაზე სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტანია ფაიონი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, "ევროსკოპის" მთავარი რედაქტორის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ტანია ფაიონმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო EU-ს გზას უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.
უნდა ითქვას, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს საქართველოს დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას და ქვეყნის გზას ვროკავშირში. ასე რომ, ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ. მე ვიყავი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მომხრე და იმ დროს ეს იყო ყველაზე რთული. როდესაც ხალხი ნამდვილად იბრძვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იმედი მაქვს, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს მომავალ წლებში დაბრუნებულს და ჩვენ მხარს დავუჭერთ მის გზას." - განაცხადა ტანია ფაინოვმა.
ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს, ნატოს მინისტერიალი გაიმართა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" მთავარმა რედაქტორმა საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს შესახებ კითხვები დაუსვა.
რა გზავნილები გააჟღერეს ევროპელმა ლიდერებმა?
- ძალიან შეშფოთებულები ვართ, საქართველოში განვითარებული მოვლენებით - კასპარ ველდკამპი
- სერიოზულად შეშფოთებულები ვართ - სლოვენიის საგარეო მინისტრი საქართველოზე
- "მოვუწოდებთ ევროკავშირს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გადახედვის პროცესი დაიწყოს" - ცაჰკნა
- "ქართული ოცნების" პოლიტიკას ფინეთის საგარეო მინისტრი აკრიტიკებს