"ქართული ოცნების" პოლიტიკას ფინეთის საგარეო მინისტრი აკრიტიკებს
"ქართული ოცნების" პოლიტიკას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აკრიტიკებს - NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე, ელინა ვალტონენიმ "ევროსკოპის" შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ სიტუაციას გმობს.
ევროპელმა ლიდერმა მკაფიოდ თქვა, რომ ცივილურმა სამყარომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, რომელიც 127-ე დღეა ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიებს აპროტესტებს, დაეხმარონ.
ვგმობთ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სურს ქვეყანა დარჩეს ევროპულ გზაზე და ერთ დღესაც გახდეს ევროკავშირის წევრი, ნამდვილი დემოკრატია, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ როგორც საერთაშორისო გაერთიანებამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს." - განაცხადა ელინა ვალტონენიმ.
ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს, ნატოს მინისტერიალი გაიმართა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" მთავარმა რედაქტორმა საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს შესახებ კითხვები დაუსვა.
რა გზავნილები გააჟღერეს ევროპელმა ლიდერებმა?
- ძალიან შეშფოთებულები ვართ, საქართველოში განვითარებული მოვლენებით - კასპარ ველდკამპი
- სერიოზულად შეშფოთებულები ვართ - სლოვენიის საგარეო მინისტრი საქართველოზე
- "მოვუწოდებთ ევროკავშირს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გადახედვის პროცესი დაიწყოს" - ცაჰკნა
- "ქართული ოცნების" პოლიტიკას ფინეთის საგარეო მინისტრი აკრიტიკებს