საბჭოური, კრიმინალური და რუსული მენტალობის მმართველობა ქვეყანას უნდა ჩამოვაშოროთ - ხაზარაძე
"საბჭოური, კრიმინალური და რუსული მენტალობის მმართველობა ქვეყანას უნდა ჩამოვაშოროთ" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
"გამარჯვება აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის ხელში" - თქვა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქვეყნის შიგნიდან და გარედან რეჟიმზე წნეხი "ოცნებას" დათმობებზე წასვლას აიძულებს.
წინააღმდეგობა იზრდება, მოთხოვნა არის იგივე, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. "ლელო - ძლიერი საქართველო" ამ პოზიციაზე დგას. მე გარწმუნებთ, რომ ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება. "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა იმ ჩიხში შეიყვანა, რომლიდანაც გამოსვლა არის შესაძლებელი, მხოლოდ და მხოლოდ, არჩევნებით.
თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ყოველდღიურად მხარდაჭერას. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ სიმტკიცისკენ, ბრძოლისკენ. გამარჯვება აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის ხელში. საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი ქვეყანა. ეს საბჭოური, კრიმინალური, რუსული მენტალობის მმართველობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყნის სათავეებიდან". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს, ნატოს მინისტერიალი გაიმართა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" მთავარმა რედაქტორმა საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს შესახებ კითხვები დაუსვა.
რა გზავნილები გააჟღერეს ევროპელმა ლიდერებმა?
- ძალიან შეშფოთებულები ვართ, საქართველოში განვითარებული მოვლენებით - კასპარ ველდკამპი
- სერიოზულად შეშფოთებულები ვართ - სლოვენიის საგარეო მინისტრი საქართველოზე
- "მოვუწოდებთ ევროკავშირს, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გადახედვის პროცესი დაიწყოს" - ცაჰკნა
- "ქართული ოცნების" პოლიტიკას ფინეთის საგარეო მინისტრი აკრიტიკებს