"ოცნება" რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ძალაუფლებას, უფრო მეტი პრობლემა შეექმნებათ მოქალაქეებს - გოგიჩაიშვილი

03.04.25 17:10
"ოცნება" რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ძალაუფლებას, უფრო მეტი პრობლემა შეექმნებათ მოქალაქეებს - გოგიჩაიშვილი

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მედიასთან იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რომელიც ქართველ ხალხს "ქართული ოცნების" მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში შეექმნება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ე.წ. ხელისუფლებაში დარჩენა საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას გამოიწვევს. მეტიც, მისივე განმარტებით, პრობლემები ბიზნესსექტორშიც გაღვივდება, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. 

ყველაზე მეტად, თუ რაიმე მოხდება ამ ქვეყანაში, პროგრამების გაჩერება იქნება ეს, ვიზებთან დაკავშირებული პრობლემები, ზოგადად ეკონომიკური პრობლემები, პირველი ვისზეც აისახება საქართველოს მოქალაქე იქნება. რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს "ქართული ოცნება" ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეები უფრო გაღარიბდებიან. საქართველოს მოქალაქეებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ უფრო მეტი პრობლემა შეექმნებათ. პრობლემა შეექმნებათ ბიზნესმენებს, ექსპორტიორებს, იმპორტიორებს, განათლების თვალსაზრისით ადამიანებს. ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ივანიშვილს უნდა დიდხანს დარჩეს". - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს, ნატოს მინისტერიალი გაიმართა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" მთავარმა რედაქტორმა საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს შესახებ კითხვები დაუსვა.

რა გზავნილები გააჟღერეს ევროპელმა ლიდერებმა?