სანქციების გამო "ოცნებაში" დაპირისპირება მიმდინარეობს - ელისაშვილი

28.04.25 22:31
სანქციების გამო "ოცნებაში" დაპირისპირება მიმდინარეობს - ელისაშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების გამო, "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება მიმდინარეობს. 

"როგორც ვიცი, ღარიბაშვილი ღიად ჯუჯღუნებდა. იყო ფიზიკური გაწევ-გამოწევა. ერთი პერიოდი მხარი რომ ასტკივდა ყველას ვარჯიშის დროს, ამის არ გვჯერა" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 

ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, სანამ მისგან ხეირი აქვს. ეს სანქციები არის ჯოჯოხეთი. განსაკუთრებით მაგნიტსკის სია. შიგნით არის დაპირისპირება ამის გამო. ღარიბაშვილი ხვდებოდა, ღიად ჯუჯღუნებდა, როგორც ვიცი. იქაც იყო ფიზიკური გაწევ-გამოწევა. ერთი პერიოდი მხარი რომ ასტკივდა ყველას ვარჯიშის დროს, ამის არ გვჯერა. შიგნით მიდის მაგარი ღრღნა, მაგარი დაპირისპირება." - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები