როგორ აღმოჩნდა გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის ხელში? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

27.05.25 13:05
როგორ აღმოჩნდა გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის ხელში? - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

როგორ აღმოჩნდა გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის ხელში? - „პირველების“ ინფორმაციით, საუკუნის გაქცევის მთავარი ფიგურანტი, სავარაუდოდ, აბუდაბის ერთ-ერთი სასტუმროში აიყვანეს, სადაც ადვოკატს ხვდებოდა. თუმცა, როგორ ჩამოიყვანეს დაკავებიდან მალევე ე.წ. მწავნე ზონაში, რა ვითარებაში დაადეს ხელბორკილები და რამდენად დამაჯერებელია ვერსია, რომ სუს-მა ძებნილი ბიზნესმენის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ანონომური ზარით მიიღო?  - ამ კითხვებს სავარუდოდ ბაჩიაშვილი პასუხებს  ცოტა ხანში გასცემს, როცა მასთან უფლებადამცველი შევა. 

ადვოკატი ლევან მახარაშვილი უკვე რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში მიდის, სადაც გიორგი ბაჩიაშვილი ჰყავთ შესახლებული. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი, გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ დილით სუსმა გაავრცელა. 

ასევე ნახეთ:

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.

მსგავსი სიახლეები