გიორგი ბაჩიაშვილი დუმილს ხვალ დაარღვევს

27.05.25 14:05
გიორგი ბაჩიაშვილი დუმილს ხვალ დაარღვევს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი მისი დაკავების დეტალებზე განცხადებას თავად გააკეთებს - ამის შესახებ "პირველებთან" დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა რუსთავის მეთორმეტე დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, გიორგი ბაჩიაშვილი უპასუხებს კითხვას, ჰქონდა თუ არა მას დაკავებისას პასპორტი ან როგორ მოხდა ის "მწვანე ზონაში". 

როგორ მოხდა მისი დაკავება, გადმოყვანა საქართველოში და ასშ მან გამოთქვა სურვილი, რომ ისაუბროს თავად, ხვალ სასამართლოზე. პასპორტზეც გიორგი თავად გააკეთებს კომენტარს. 
საზოგადოების ინტერესი არის საკმაოდ მაღალი, თუმცა ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩემი კლიენტის პოზიცია და ინტერესები. 
შესაბამისად, პირადად გიორგის სურვილია, რომ მან თავად უშალოდ ისაუბროს, ყველა იმ  დეტალზე, თუმცა ცხადია მე ეს ინფორმაცია გამაჩნია. მე ფსიქოლოგი არ ვარ, თუმცა კარგად ვიცნობ გიორგის და  მშვენივრად გამოიყურება შემიძლია გითხრათ", - ამბობს ლევან მახარაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "მტკვარი ჰესის" საქმეზე სასამართლო პროცესი 28 მაისს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. 

გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა. 

ასევე ნახეთ:

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.

მსგავსი სიახლეები