როგორია გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

27.05.25 14:12
როგორია გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

 

დაკავებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია - როგორც "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა რუსთავის მეთორმეტე დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, დაკავებულ ბიზნესმენს დაზიანებები არ აღენიშნება. 

რაც შეეხება დაკავების დეტალებს, ადვოკატის თქმით, ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი ამის შესახებ დუმილს ხვალ სასამართლოში დაარღვევს.

გიორგის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია, ზედაპირულად, რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, როგორ მოხდა მისი დაკავება, გადმოყვანა საქართველოში და ასშ მან გამოთქვა სურვილი, რომ ისაუბროს თავად, ხვალ სასამართლოზე. პასპორტზეც გიორგი თავად გააკეთებს კომენტარს. 
საზოგადოების ინტერესი არის საკმაოდ მაღალი, თუმცა ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩემი კლიენტის პოზიცია და ინტერესები. 
შესაბამისად, პირადად გიორგის სურვილია, რომ მან თავად უშალოდ ისაუბროს, ყველა იმ  დეტალზე, თუმცა ცხადია მე ეს ინფორმაცია გამაჩნია. მე ფსიქოლოგი არ ვარ, თუმცა კარგად ვიცნობ გიორგის და  მშვენივრად გამოიყურება შემიძლია გითხრათ", - ამბობს ლევან მახარაშვილი.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი, გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა. 

ასევე ნახეთ:

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.

 

მსგავსი სიახლეები