გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

27.05.25 17:11
გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი  გადაიდო

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ, 28 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

 „მტკვარი ჰესის“ საქმეზე სხდომა 29 მაისს, 14:00 საათზე ჩატარდება.

ცნობილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და დუმილს სწორედ 29 მაისს დაარღვევს. 

გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ დილით სუს-მა გაავრცელა. 

ასევე ნახეთ:

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ, ე.წ. ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბაჩიაშვილს ბრალი კიდევ ორ საქმეზე აქვს წარდგენილი. ე.წ. მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანო კვეთაზე.

მსგავსი სიახლეები