მიმდინარეობს თუ არა გამოძიება სხვა სამინისტროებშიც? - რა ინფორმაცია აქვს ჯუანშერ ბურჭულაძეს
მიმდინარეობს თუ არა გამოძიება სხვა სამინისტროებშიც? - რა ინფორმაცია აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს.
ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად ჩაწერა, ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მოქმედ ლიდერებთან კომუნიკაცია არ აქვს. აღიარებს იმას, რომ მას შემდეგ, რაც მისი უახლოესი გარემოცვის წევრები დააკავეს, შეხვდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ასევე, დღესვე გაირკვა, რომ ბურჭულაძე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსაც ესაუბრა, თუმცა ამტკიცებს, რომ ყოფილ კოლეგასთან "ზოგადი ხასიათის საუბარი" ჰქონდა.
ზურა აზარაშვილს ველაპარაკე ტელეფონით, რამდენიმე დღის წინ, ზოგადად ვისაუბრეთ, რადგან ჩვენ თანამშრომლები და მეგობრები ვართ, - თქვა მან.
ბურჭულაძე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება სხვა სამინისტროებშიც.
არ მაქვს ესეთი ინფორმაცია, რომ შეიძლება სხვა სამინისტროებში რაიმე გამოძიება მიმდინარეობს, -უთხრა “პირველებს“ ექს მინისტრმა.
ასევე ნახეთ:
- თავდაცვის ყოფილი მინისტრი დუმილს პირველად “პირველებთან“ არღვევს.
- ექსკლუზივი: ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
- "ქართულ ოცნების" წევრებთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს - ჯუანშერ ბურჭულაძე
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე სასამართლომ წინა კვირას წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.