ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის

07.07.26 15:18
ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის

მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის.

"პირველებმა" გაარკვია, რომ აღნიშნულ ადგილას, თავდაპირველად კორპუსს "ცენტრ პოინტი" აშენებდა, ხოლო შეჩერებული მშენებლობის განსაახლებლად მიწა შპს "საბურთალოს" გადაეცა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელებს შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძეა,  დანარჩენი წილი კი ანა გოგიშვილს ეკუთვნის. 

  • დოკუმენტებში ჩანს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, სამშნებლო ბიზნესი 2024 წლის 19 დეკმებრს, მილიონ 600 ათას დოლარად იყიდა.

აღსანიშნავია, რომ "ცენტრ პოინტის" გაჩერებული მშენებლობა ახალ კომპანიას თბილისის მერიის შუამავლობით გადაეცა. 

ანა გოგიშვილი "პირველებთან" განმარტავს, რომ ვინაიდან ვასილ მხეიძეს სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი უკვე გამოუტანეს, 50%-იანი წილის დაბრუნებას გეგმავს.

100%-ი ჩემი იყო ეს ფოტო და "ერერ გრუპია" 50%. დიახ, ეს არის ვასილ მხეიძეს. წელიწად-ნახევარი, თუ 2 წელი გავიდა, [რაც წილში შემოვიდნენ]. ადგილმონაცვლე და ზოგადად არაფერი არ ვიცი, ხელუხლებელია ეს წილი და დაბრუნდება უკან. ვასილი იყო ჩეულებრივი მშენებელი ბიჭი, მაგ კომპანიას არც ყადაღა ადევს და არც არაფერი, ჩვეულებრივად მიმდინარეობდა და ჩანაცვლდება იმით, რომ დავიბრუნებ უკან მაგ წილს," - ამბობს ანა გოგიშვილი.

"ცენტრ პოინტის" კომერციული დირექტორი, პაატა სვანიძე "TV პირველს" უდასტურებს, რომ "ცენტრ პოინტის" შემდეგ ყველაფერი კომპანიას, რომელსაც ანა გოგიშვილი ფლობს, 2020 წელს მერიის ჩართულობით გადაეცა. 

მისი თქმით, 2020 წელს ყველა წილის მფლობელი იყო ანა გოგიშვილი, თუმცა 2023 წელს შემოდის ახალი პარტნიორი - ვასილ მხეიძის კომპანია. 

მერიის შუამდგომლობით არა, როდესაც მერია აცხადებდა 2020 წელს, რომ კომპანიებს მიეღოთ მონაწილეობა "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი შენობის ირგვლივ, მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს, წარადგინეს წინადადება, რომელიც მისაღები იყო ჩვენთვის და გადაეცა ინვესტორს. 

არა, 2020 წელს ანა გოგიშვილი [იყო ჩართული], [ვასილ მხეიძე პარტნიორი] 2023 წელს გახდა," - ამბობს პაატა სვანიძე. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლომ დამნაშავედ ცნო. [ვასილ ღუდუშაურთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა]. 

ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავებიან. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს.

ვასილ მხეიძის გორში მოწყობილი სიგარეტის არალეგალური ქარხნის ეპიზოდსაც ედავებიან. სპეცოპერაციის შედეგად, ქარხნიდან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო პროდუქცია ამოიღეს.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მსჯავრდებულ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა 2026 წლის  23 აპრილს მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ყოფილ მინისტრს ასევე, ჩამოერთვა ქონება - ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

ამავე საქმის ფიგურანტებს - თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას ვასილ მხეიძეს მოსამართლემ 8-8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები