გომელაურის უწყება სკანდალში ეხვევა - გერლიანის ოჯახი საქმიდან შსს-ს მაღალჩინოსნის ჩამოშორებას ითხოვს
გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ოჯახი და ადვოკატები საქმეში პროკურატურის ჩართვას ითხოვენ. მათი თქმით, საქმეს მიზანმიმართულად არ იძიებენ. მეტიც, გერლიანების თქმით, პოლიცია მტკიცებულებების განადგურებას ცდილობს.
გერლიანის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ავჭალის პოლიცია საქმეს ვერ გამოიძიებს. უფლებადამცველი ასახელებს კონკრეტულ მაღალჩინოსანს, გლდანის პოლიციის უფროსის მოადგილეს, გიორგი კლიმიაშვილს და მისი საქმიდან ჩამოცილებას ითხოვს.
მისი ათქმით, რამაზ გერლიანის სკანდალური პოსტი მას შემდეგ წაიშალა, რაც სამართალდამცავებმა ეკონომისტრის ოფისში მობილური ტელეფონი იპოვეს.
გუშინ, ავჭალის პოლიციის გამყოფილებასთან საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის პარალელურად, რამაზ გერლიანის ოფისის გაჩხრეკაც მოხდა, სადაც ნანახი იქნა ტელეფონი. ეს იმ დროს ემთხვევა, როცა გერლიანის პირადი გვერდიდან მისი ფეისბუქპოსტი ქრება.
მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომალაურს - დაუყოვნებლივ ჩამოაშორეთ საქმეს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი კლიმიაშვილი.
ვითხოვ, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გადაეგზავნოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, რადგან ავჭალის პოლიცია ამ საქმეს ვერ აწევს. ესენი საქმეს ვერ გამოიძიებენ"- აცხადებს ადვოკატი.
პოლიციამ გლდანში, რამაზ გერლიანის აგარაკი გუშინ გაჩხრიკა. დაკარგული ეკონომისტის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ გერლიანის ყოფილმა მეუღლემ პოლიციას ცრუ ჩვენება მისცა. მათი მტკიცებით, ია ჯინჭველაძეიცნობს პოლიციელს, რომელსაც რამაზ გერლიანი ტერორში ადანაშაულებდა.
ცნობისთვის, ჯინჭველაძე პოლიციამ გუშინ დაკითხა. ამასთან, გვიან ღამით ჩხრეკა ჩატარდა გერლიანის ოფისში, სადაც წერილი და მობილური ტელეფონი იპოვეს. ირკვევა, რომ მობილური სამუშაო მაგიდაზე იდო, მოწყობილობას კი მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს, გაუჩინარდა.
,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე აღმოაჩინეს გერლიანის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც გუშინვე გაჩხრიკეს. მანქანაში იპოვეს წერილი, სადაც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი სათვალთვალო აპარატურის გახსნას ითხოვდა.
გაუჩინარებამდე ეკონომისტი პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.