პორტალზე ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორებულია - მოქალაქეები ვაქცინაზე რეგისტრირდებიან

04.07.21 14:08
პორტალზე ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორებულია - მოქალაქეები ვაქცინაზე რეგისტრირდებიან

ვაქცინაციის პორტალზე მოქალაქეებს  კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ჯავშნის გაკეთება უკვე შეუძლიათ. ტექნიკური ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორებულია. ამ დრომდე საიტზე ტექნიკური პრობლემის გამო ჯავშნის ვერიფიკაცია ვერ ხდებოდა, შესაბამისად ვაქცინის ჯავშნის მისაღებად რეგისტრაცია საერთოდ  შეუძლებელი იყო. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ტექნიკური პრობლემა გუშინ განხორციელებულ სავარაუდო კიბერ-შეტევას უკავშირდება. გაბუნიას თქმით, მოქალაქეებს ტექნიკური პრობლემების გამო საიტის ნაცვლად რეგისტრაციის გავლა ქოლ ცენტრში დარეკვით შეეძლებათ. გაბუნიამ ვერ დააკონკრეტა, როდის შეიქმნება ქოლ ცენტრი.

შეგახსენებთ, რომ მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყების თარიღად 5 ივლისი დასახელდა, თუმცა შეფერხებაა რეგისტრაციის პროცესში. შეფერხბეის მიზეზად გუშინ კიბერ-შეტევა დასახელდა, რომელზეც შსს-მ გამოძიება დაიწყო.