ლაზარეს განაჩენი არის ხელისუფლების გზავნილი, რათა დაგვაშინოს და ხელი შეუშალოს რუსული კანონის გაპროტესტებას - Tbilisi Pride
სამარცხვინო კლანურმა სასამართლომ უდანაშაულო ლაზარე გრიგორიადისს წარმოუდგენლად სასტიკი განაჩენი გამოუტანა - ასე ეხმაურება Tbilisi Pride ლაზარე გრიგორიადისის 9 წლიან განაჩენს.
Tbilisi Pride გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეს გზავნილი ხელისუფლების მხრიდან დაშინების მცდელობაა, რომ ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას.
ორგზანიზაცია პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნით მიმართავს.
„სამარცხვინო კლანურმა სასამართლომ უდანაშაულო ლაზარე გრიგორიადისს წარმოუდგენლად სასტიკი განაჩენი გამოუტანა და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა! 2023 წლის მარტის აქციებზე მოპოვებული გამარჯვებისთვის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, დასასჯელად უკვე ერთი წელია სისტემა სჯის ლაზარეს, დღევანდელი განაჩენი კი საბოლოო გზავნილი იყო ხელისუფლებისგან, რათა დაგვაშინოს და ამით ხელი შეუშალოს რუსული კანონისა და რუსულ პოლიტიკის გაპროტესტებას! თუმცა გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება იქნება ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს და ერთად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შეიწყალოს ლაზარე! ჩვენში, საქართველოს მოქალაქეებში, სასოწარკვეთის გამოწვევა და ჩვენთვის იმედის ჩამორთმევა არასდროს ყოფილა მარტივი და არც ამ უღირსი ქმედებით გამარტივდება! ყოველი დღე, რომელსაც ლაზარე ციხეში ატარებს, არის თითოეული ჩვენგანის სასჯელი და იმ ევროპული მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენება, რომლისთვისაც 2023 წლის მარტში ლაზარე ჩვენ გვერდით, ჩვენთან ერთად იბრძოდა!”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი 9-წლიან პატიმრობაში გაუშვა.
რა რეაქცია ჰქონდა ლაზარეს სასჯელის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)
ლაზარეს დედა: მივდივართ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მივმართავთ ყველა ინსტანციას!
"ლაზარე უდანაშაულოა" - ლაზარეს ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
ლაზარესთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთას შეფასებები მოჰყვა ქართულ ოცნებაში: