ყველანი ერთად, წინ ევროპისკენ - თორნიკე შენგელია

17.04.24 15:08
ყველანი ერთად, წინ ევროპისკენ - თორნიკე შენგელია

რუსულმა კანონმა "ოცნების" წინააღმდეგ მთელი ქვეყანა გააერთიანა - ფეხბურთელების შემდეგ, კანონპროექტს კალათბურთელებიც აპროტესტებენ.

"ყველანი ერთად, წინ ევროპისკენ", - წერს საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში.

ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ.

სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო - როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!" - წერს თორნიკე შენგელია.

ცნობისთვის, ქართველი სპორტსმენები ერთიმეორის მიყოლებით აპროტესტებენ რუსულ კანონს. ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გიორგი ასანიძემმერაბ დვალიშვილმა, ილია თოფურიამ, გიორგი წიტაიშვილმა, სანდრო ადეიშვილმა, ბუდუ ზივზივაძემ, ჯაბა კანკავამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი ქვილითაიამ, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი მამარდაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები