ჩასაფრება "ტვ პირველთან" - ამ დრომდე, ტელევიზიაში შსს-ს არცერთი თანამშრომელი გამოჩენილა

10.05.24 11:17
ჩასაფრება "ტვ პირველთან" - ამ დრომდე, ტელევიზიაში შსს-ს არცერთი თანამშრომელი გამოჩენილა

ჩასაფრება "ტვ პირველთან" და სრულ უმოქმედობის რეჟიმში გადასული პოლიცია - ამ დრომდე, ტვ პირველში შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი თანამშრომელი გამოჩენილა.

გომელაურის უწყებაში "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ხუთი ზარი განახორციელა, თუმცა ტელევიზიაში პატრული არ მოვიდა.

"პირველებმა" უკვე გაშიფრა ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია პირველის ეზოსთან  მინიმუმ ხუთი შენიღბული მამაკაცი მორიგეობდა. 

კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი.

TV პირველთან "რენჯ როვერი"-ის ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT - 4904.