შეუძლებელია, ეს ხელისუფლების მხრიდან წახალისების გარეშე ხორციელდებოდეს - ჩახუნაშვილი "ტვ პირველთან" ჩასაფრებაზე

10.05.24 13:30
შეუძლებელია, ეს ხელისუფლების მხრიდან წახალისების გარეშე ხორციელდებოდეს - ჩახუნაშვილი "ტვ პირველთან" ჩასაფრებაზე

ჩასაფრება "ტვ პირველთან" - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლია ჩახუნაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ შეუძლებელია მსგავსი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან წახალისების გარეშე ხორციელდებოდეს.

ჩახუნაშვილის თქმით, "ოცნებას" ახლა ბოლო ჟამი აქვს და აგონიაშია.

ნიღბიანი ადამიანები მივიდნენ მივიდნენ და ჩაუსაფრდნენ. შესაძლოა, ისინი ელოდებოდნენ ან რესპოდენტებს ან აპირებდნენ ტელეევიზიაში შევარდნას. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი და შეუძლებელია, ეს ხორციელდებოდეს ხელისუფლების მხრიდან, არა მხოლოდ თავლის დახუჭვის, არამედ პირდაპირი წახალისების გარეშე. ეს უბრალოდ არის დასასრულის დასაწყისი. ჩვენ მათ კარგად დაგვანახეს, არა მხოლოდ კონტურები, არამედ უკვე კარგად დაგვანახეს ის ქვეყანა, სადაც ამ ბოროტ ოლიგაქრს უნდა რომ გვაცხოვრობს, თვითონ არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ისინი არიან აგონიაში", - ამბობს ჩახუნაშვილი.

ჩასაფრება "ტვ პირველთან" და სრულ უმოქმედობის რეჟიმში გადასული პოლიცია - ამ დრომდე, ტვ პირველში შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი თანამშრომელი გამოჩენილა.

გომელაურის უწყებაში "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ხუთი ზარი განახორციელა, თუმცა ტელევიზიაში პატრული არ მოვიდა.

"პირველებმა" უკვე გაშიფრა ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია პირველის ეზოსთან  მინიმუმ ხუთი შენიღბული მამაკაცი მორიგეობდა. 

კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი.

TV პირველთან "რენჯ როვერი"-ის ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT - 4904.