ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება - ქორიძე "ტვ პირველთან" ჩასაფრებაზე

10.05.24 13:43
ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება - ქორიძე "ტვ პირველთან" ჩასაფრებაზე

ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება - ასე ეხმაურება მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე გუშინ ღამით "ტვ პირველთან" ჩასაფრების ფაქტს.

ქორიძის თქმით, მსგავსი ფაქტები, რასაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი აქვს, თავიდან ბოლომდე მთავრობის მიერ წახალისებული, ორგანიზებული და დაფინანსებულია.

არ შეიძლება, რომ ასე მწყობრად ვინმე მოქმედებდეს, რაიმე არაფორმალური დაჯგუფება მოქმედებდეს. ეს არის თავიდან ბოლომდე მთავრობის მიერ წახალისებული, ორგანიზებული და დაფინანსებული. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ყოველდღე ჩადის დანაშაულს. ყოველდღე ჩადის ისეთი ტიპის ქმედებას, რომელიც, საბოლოო ჯამში მას მიუბრუნდება უკან და მიუბრუნდება ძალიან მალე", - ამბობს ზვიად ქორიძე.

ჩასაფრება "ტვ პირველთან" და სრულ უმოქმედობის რეჟიმში გადასული პოლიცია - ამ დრომდე, ტვ პირველში შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი თანამშრომელი გამოჩენილა.

გომელაურის უწყებაში "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ხუთი ზარი განახორციელა, თუმცა ტელევიზიაში პატრული არ მოვიდა.

"პირველებმა" უკვე გაშიფრა ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია პირველის ეზოსთან  მინიმუმ ხუთი შენიღბული მამაკაცი მორიგეობდა. 

კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი.

TV პირველთან "რენჯ როვერი"-ის ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT - 4904.