ორი აზრი არ არსებობს, რომ "ტვ პირველთან" ჩასაფრება სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით მოხდა - ლომჯარია
ორი აზრი არ არსებობს, რომ "ტვ პირველთან" ჩასაფრება სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით მოხდა - ლომჯარია - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
ლომჯარიამ ასევე ახსენა გიორგო გახარიას განცხადებაც და თქვა, რომ ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კარგად იცნობს სისტემას, ამიტომ მისი მხრიდან პირდაპირი დადანაშაულება სწორედ იმას, ნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები, ჩასაფრებები წახალისუბულია ხელისუფლებასთან შეთანხმებით, რომელიც მიზან ადამიანების დაშინებას ისახავს.
ორი აზრი არ არსებობს იმის, რომ ყველა ეს ჩასაფრება და ყველა ის თავდასხმა ხდება სწორედ სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაციით და მათი დახმარებით ხდება. სხვათაშორის, ძალიან ნიშანდობლივი იყო გიორგი გახარიას პოსტი, რომელიც შიგნიდან იცნობს სისტემას. მან პირდაპირ დაადანაშაუალა აღნიშნული უწყებები, რომ მათი კოორდინაციის და მათი მხრიდან ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის გარეშე, მსგავსი სქემები ვერ მოქმედებს. ტერორის მიზანი არის ადამიანების დაშინება. ქმნიან ილუზიას, რომ არიან უფრო ძლიერები და საშიშები, ვიდრე არიან და ცდილობენ, რომ ამ ტერორის და შიშის განცდით დათრგუნონ საზოგადოებრივი პროტესტი", - ამბობს ლომჯარია.
ჩასაფრება "ტვ პირველთან" და სრულ უმოქმედობის რეჟიმში გადასული პოლიცია - ამ დრომდე, ტვ პირველში შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი თანამშრომელი გამოჩენილა.
გომელაურის უწყებაში "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ ხუთი ზარი განახორციელა, თუმცა ტელევიზიაში პატრული არ მოვიდა.
"პირველებმა" უკვე გაშიფრა ტელეკომპანიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამ კადრებში კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია პირველის ეზოსთან მინიმუმ ხუთი შენიღბული მამაკაცი მორიგეობდა.
კადრების გაშიფვრის შედეგად იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი ავტომობილის მარკა და სანომრე ნომერი.
TV პირველთან "რენჯ როვერი"-ის ავტომობილი იდგა ნომრით, ტრანზიტული ნომრით: GT - 4904.