გვინდა, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების - ღარიბაშვილი

20.07.21 12:24
გვინდა, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების - ღარიბაშვილი

"გვინდა, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების " - პრემიერ-მინისტრიs, ირაკლი ღარიბაშვილის, თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა შეინიშნება, რასაც ხელი მოსახლეობამ ვაცქინაციის პროცესით უნდა შეუწყოს. ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე  მოსახლეობას მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. 

აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. აცრილი ადამიანის სიკვდილიანობა სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება, არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების. გთხოვთ, აქტიურად ჩავერთოთ ვაცქინაციის პროცესში. დღეს მაგალითად ჩვენ გვქონდა 2 600 შემთხვევა - ეს არის ძალიან საგანგაშო, მე მინდა, კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოქალაქეები, მოსახლეობა, ძალიან ცუდი ტენდენციაა.

გვინდა, ერთი მხრივ შევინარჩუნოთ ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების და გვინდა, ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული. მეორეს მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ, მთავრობას - გთხოვთ, აიცერით. ძალიან მარტივია მემგონი, ამის გაკეთება.

თუ მთავრობას არ დაუდგა ჩვენი მოქალაქეები მხარში ისე, როგორც დაუდგნენ თავის დროზე შარშან, როცა დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ გავწვდებით," - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა დღესვე განაცხადა, რომ  ქვეყანაში იმაზე მეტი ვაქცინაა, ვიდრე საჭიროება იყო ჩამოტანის. თუმცა მონაცემები მოწმობს, რომ საქართველო ვაქცინაციის პროცესის მიხედვით, ევროპაში ბოლო ადგილზეა. 

ცნობისთვის, კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსის  2 616 ახალი შემთხვევა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა.