"ოცნება" ახალი სანქციების მოლოდინში - ბრიუსელში EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეკრება მიმდინარეობს

29.08.24 13:18
"ოცნება" ახალი სანქციების მოლოდინში - ბრიუსელში EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეკრება მიმდინარეობს

"ოცნება" ახალი სანქციების მოლოდინში - ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეკრება მიმდინარეობს. დიპლომატები ერთმანეთს დახრულ კარს მიღმა ხვდებიან და მათ შორის მსჯელობენ, რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგან "ოცნების" არა მხოლოდ რუსული კანონის გამო, არამედ, იმ მუქარის გამო რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდამ ოპოზიციის აკრძალვასთან დაკავშირებით დააანონსა. ახლა ყველა ელოდება, რა იქნება ევროკავშირის საპასუხო ქმედება.

არ არის მოლოდინი იმისა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება. თუმცა ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მსჯელობა, რომელიც საქართველოს შესახებ გაიმართება.  

უკვე დაანონსდა, რომ განიხილება სანქციების და შეზღუდვების რამდენიმე ფორმა, მათ შორის ცალკეულმა ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, შესაძლოა ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმი დაუწესონ.

ასევე აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა უნგრეთში უნდა გამართულიყო, თუმცა პრორუსი ვიქტორ ორბანის გამო, ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხდომა არა უნგრეთში, არამედ ბრიუსელში გაემართათ.

ასევე ნახეთ:

  • ევროკავშირი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შესახებ შეშფოთებას გამოხატავს.
  • ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ ოპოზიციური სპექტრის გაქრობა პირდაპირ და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად პრინციპებს.