დაპირისპირება ქუთაისში - პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება
დაპირისპირება ქუთაისში - პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდება. კადრებში ჩანს, რომ ადამიანებს ტანსაცმელს ახევენ და პოლიციის მანქანებში ტენიან.
მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, საქართველოში პროტესტის რამდენიმე კერა გაჩნდა. საპროტესტო აქციები თბილისში, "ქართული ოცნების" მთავარ ოფისთან და პარლამენტთან იმართება. ამავდროულად, მოქალაქეები ბათუმის, ზუგდიდის და ქუთაისის ქუჩებშიც გავიდნენ.