გამოვხატავთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ყველა ქართველი დიპლომატისა და საჯარო მოხელის მიმართ - ესტონეთის საგარეო
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე ემიჯნებიან, მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
გამოვხატავთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ყველა ქართველი დიპლომატისა და სხვა საჯარო მოხელის მიმართ, რომელიც დაუღალავად მუშაობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ახლა ხედავს, რომ მუშაობის ნაყოფს ართმევენ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩები გადადგნენ.
- ბულგარეთში საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა თანამდებობა დატოვა.
- იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა.
- ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი, დავით სოლომონია პროტესტის ნიშნად გადადგა.
- გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს.
- ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე გადადგა.