არბევდა თუ არა აქციებს ივანიშვილის ბრძანებით - ხარება "პირველების" კითხვას გაურბის
ბიძინა ივანიშვილის დავალებით არბევდა თუ არა აქციებს ზვიად ხარაზიშვილი და რატომ ემუქრებოდა თანამშრომელს შვილების ლიკვიდაციით - "პირველების" შეკითხვებს განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ხარება არ პასუხობს. ირაკლი შაიშმელაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, რომელიც გადამდგარმა პოლკოვნიკმა ნოდარ მელაძეს მისცა, სპეცრაზმის სანქცირებული ბოსი დადუმებულია.
შეგახსენებთ, სისხლიანი ნოემბრის შესახებ შემზარავი ფაქტები, "შაბათის ეთერთან" ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა გაამხილა.
ირაკლი შაიშმელაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დემონსტრანტების ცემა მიზანმიმართულია და "ხარება" სავარაუდოდ დავალებებს პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.
გაირკვა ისიც, რა მოხდა 5 ივლისს, როცა მოულოდნელად, მოძალადეების პირისპირ შიგანთაგან საქმეთა სამინისტრომ მედია დაუცველი დატოვა. "გვითხრეს, რომ ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული სიტუაცია" - ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი.
სკანდალური იყო, ინტერვიუს კიდევ ერთი ნაწილი - ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, "ხარებას" მოადგილე მას ფიზიკურად გაუსწორდა.
მისი თქმით, ემუქრებოდნენ შვილების ლიკვიდაციითაც.