სკანდალში გახვეული ლელა ჩიქოვანი სისტემაში დააბრუნეს - რას ამბობენ ოპოზიციაში

11.02.25 17:07
სკანდალში გახვეული ლელა ჩიქოვანი სისტემაში დააბრუნეს - რას ამბობენ ოპოზიციაში

ნეპოტიზმსა და სავარუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანის დაბრუნება სისტემაში - ქალი, რომელიც ირაკლი კობახიძის გაპრემიერებიდან მალევე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაუშვეს, რეჟიმმა პოლიციის აკადემიის რექტორად დანიშნა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილს სანდო კადრების ნაკლელობა აქვს, ამიტომაც ძველ კადრებს თანამდებობაზე აბრუნებს. 

მის დეკლარაციაში აღმოჩნდა ძალიან საეჭვო დიდი ღირებულების უძრავი ქონება და ვნახეთ, რომ მასთან დაკავშირებული ადამიანები და მისი ოჯახის წევრები ინიშნებოდნენ საჯარო სამსახურში, სხვადასხვა გამოგონილ თანამდებობაზე. ამ კითხვის ნიშნებს მიუხედავად მოხდა ამ ადამიანის დანიშვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, იმიტომ რომ ეს არის პარტიის ინტერესებში და პარტია ამ ვითარებაში სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთგული ადამიანები და ისეთი კადრები, რომელიც შეასრულებენ ამ სისტემის ყველა დავალებას. განსაკუთრებით ასეთი ადამიანების არსებობა მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროში და შსს-ს აკადემიაში, იმისათვის, რომ მოხდეს ახალი ივანიშვილისა და სისტემის მიმართ ერთგული კადრების აღზრდა", - ამბობს საბა ბუაძე.

ლელა ჩიქოვანი ნეპოტიზმზე თავდაპირველად პარლამენტში თეონა აქუბარდია ალაპარაკდა. პოლიტიკოსი ეჭვობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩიქოვანთან ვალშია და სწორედ ამიტომ ხუჭავს თვალს კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშბნებზე. 

მე ვიყავი დეპუტატი პარლამენტში, რომელმაც მის ნეპოტიზმზე და მის სამსახურებრივ მდგომარეობის გამოყენებაზე ივანიშვილის სასარგებლოდ ღიად ვისაუბრე. შემდგომ ის გადამალეს და მოხსნეს თანამდებობიდან. დღეს უკვე ვიგებთ, რომ ახალი პოზიცია რექტორობის სახით, მას უკვე უბოძეს. როგორც ჩანს დიდ ვალშია ივანიშვილის რეჟიმი მასთან და თვალს ხუჭავს იმ კორუფციის და ნეპოტიზმის ნიშნებზე, რის გამოც ის მარადიულად თანამდებობაზეა. ლელა ჩიქოვანის დანიშვნა არ მგონია, რომ გაკვირვებას იწვევდეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილისთვის კორუფცია არის ძალაუფლების შენარჩუნების ხერხი და ამ ადამიანების ლოიალობა კორუფციის ხარჯზე გადის", - ამბობს თეონა აქუბარდია.

ლელა ჩიქოვანი, რომლის საეჭვო გამდიდრებაზეც "შაბათის ეთერმა" გამოძიება მოამზადა, პოლიციის აკადემიის რექტორად დანიშნეს.

  • ჩიქოვანის საეჭვო გამდიდრების ფაქტების შესახებ "შაბათის ეთერი" ერთი წლის წინ ყვებოდა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჩიქოვანის შვილი სამინისტრომ სპეცმისიით ჯერ ამერიკაში გაუშვა, ცხოვრება დაუფინანსა, შემეგ კი მის სახელზე ორსართულიანი სახლი ქალაქ ბალტიმორში გადაფორმდა.