პრეზიდენტზე თავდასხმის საქმე - იდენტიფიცირებულია კიდევ ერთ პირი

21.02.25 17:14
პრეზიდენტზე თავდასხმის საქმე - იდენტიფიცირებულია კიდევ ერთ პირი

პრეზიდენტზე თავდასხმის საქმე - იდენტიფიცირებულია კიდევ ერთ პირი. “პირველებმა“ გაარკვია, იმ მამაკაცის სახელი და გვარი, რომელმაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხებით ჩასაფრება მოუწყო, თანამზრახველებთან ერთად.

ეს პიროვნება “ოცნების“ ლიდერებთან მჭიდრო კავშირში მხილებული და მათ დამხმარე ძალად მიიჩნეული - გიორგი ბერიძიშვილია.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ის მუდმივად ჩნდება იქ, სადაც “ოცნებას“ დახმარება სჭირდება და ფიზიკურად უსწორდება ყველას, ვინც “ოცნების“ სამიზნეა.

ესენი არიან “ოცნების“ ახალგაზრდულის წევრები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, დაჯგუფებაა და ისინი ასეთ სასტიკ ქმედებებს ჩადიან. როდესაც არჩევნები იყო, მოვარდნენ, გოგოიან-ბიჭიანად ყველა გვცემეს, კვერცხები გვესროლეს, კიბეებიდან დააგორეს ჩვენი მეგობარი, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ერთი დიდი ორგანიზაციაა, მაგრამ სხვდასხვა დანაყოფები აქვს, ისანის ახალგაზრდულის ცალკე, მთაწმინდის ცაკე და საბოლოოდ, როცა საქმეა გასაკეტებელი ეს 10-15 კაცი ერთიანდებიან და ასეთ სასტიკ ქმედებებს აკეთებენ“, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ და მას კვერცხები ესროლეს.

ვიდეო პროპაგანდისტებმა გაავრცელეს. პრეზიდენტმა გაბიტაშვილის უწყებას მალევე მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად გომელაურის სამინისტროს გადაუგზავნა.