“უმეტეს შემთხვევაში ძალადობა ორგანიზებული და წახალისებულია“ - მესამე სექტორი პრეზიდენტზე თავდასხმის გამოძიებას ითხოვს

პრეზიდენტზე თავდასხმის საქმე - მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის ყველფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ნათელი მაგალითია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველა საგამოძიებო უწყება მიტაცებული აქვს.
“ძალადობრივი ჯგუფები, რომლებსაც ტიტუშკებს ვუწოდებთ ხოლმე, არის მხოლოდ არამხოლოდ შეწყნარებული, არამედ არიან ორგანიზებულები და მართულნი“, - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მთავარი დამადასტურებელი, რომ თავდასხმა მათ მიერ იყო ორგანიზებული არის ის, რომ დღემდე ხელს აფარებენ თავდამსხმელებს, მაშინ, როცა საწინააღმდეგო შემთხვევაში შეუძლიათ უბრალოდ კრიტიკული სიტყვის და აზრის გამო დაიჭირონ ადამიანები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება, რათა დადგინდეს, რეალურად ვინ იყო ამ თავდასხმის ორგანიზატორი.
აუცილებელია გამოძიების დაწყება და დადგენა, რეალურად ვინ იყო ორგანიზატორი, რათა კითხვებს გაეცეს პასუხი, თუმცა ასეთი შემთხვევები, ამ ბოლო დროს, არცერთი არ არის გამოძიებული, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ორგანიზებული იყოს სწორედ “ოცნების“ მხრიდან, რადგან თუ ასე არაა, მათ ამ ტიპის გამოძიება უნდა აწყობდეთ.
ქართველი ხალხი არ არის მოძალადე, რომ დახვდეს პოლიტიკოსებს და კვერცხები ესროლოს და ძალადობა განახორიცელოს და ასეთ დროს, უმეტეს შემთხვევაში ეს ორგანიზებული და წახალისებულია. ქართველი ხალხი კი არ იმსახურებს ასეთი ტიპის პოლიტიკას“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს თბილისის აეროპორტში ტიტუშკები დახვდნენ და მას კვერცხები ესროლეს.
ვიდეო პროპაგანდისტებმა გაავრცელეს. პრეზიდენტმა გაბიტაშვილის უწყებას მალევე მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. "პირველებისთვის" ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის თავდასხმის საქმე პროკურატურამ გამოსაძიებლად გომელაურის სამინისტროს გადაუგზავნა.