ბაჩიაშვილს აღკვეთის სახით დაუსწრებლად უკვე მესამე პატიმრობა შეეფარდა

06.03.25 16:34
ბაჩიაშვილს აღკვეთის სახით დაუსწრებლად უკვე მესამე პატიმრობა შეეფარდა

"მტკვარი ჰესის" საქმეზე მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძება, 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

სწორედ მოსამართლე კურტანიძემ განიხილა საზღვრის კვეთის საქმეც, სადაც ბიზნესმენს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

  • თანაინვესტირების ფონდის ყოფილ შეფს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ედავებიან.

გუშინ ბატონმა კურტანიძემ დააპატიმრა ბაჩიაშვილი, დრეს იგივე მოსამართლემ მეორედ დააპატიმრა, ამ დილით კიდევ ემსამედ დააპატიმრეს ბაჩიაშვილი, უბრალოდ გახლდათ სხვა მოსამართლე. ჩემთვის, არა მარტო ადვოკატისთვის,ა რამედ ადამიანურადაც, ეს ცოტა გაუგებარია", - განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა. 

ასევე, რამდენიმე საათის წინ, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის საქმეზე გირაო პატიმრობით შეუცვალა, ბიზნესმენს კი სასამართლოზე დისტანციურად ჩართვის უფლება არ მისცა. 

გიორგი ბაჩიაშვილს უკვე აღკვეთი ღონისძიების სახით სამი პატიმრობა აქვს. 

  • 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.  მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.
  • ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება. 

 

მსგავსი სიახლეები