პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის "წითელი ცირკულარით" ძებნას ითხოვს
პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის "წითელი ცირკულარით" ძებნას ითხოვს - როგორც, პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ "პირველებთან" განაცხადა, ამის შესახებ შესაბამისმა ორგანომ უკვე მიმართვა უკვე გააკეთა.
როგორც ჩემთვის ცნობილია, შესაბამისმა დეპარტამენტმა, სტრუქტურულმა ერთეულმა უკვე მიმართა ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
- 4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა.
- ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.
ბიზნესმენის ქვეყნიდან გაყვანის საქმეზე შსს-მ დღეს ერთი პირი დააკავა.
"პირველების" ინფორმაციით, შსს ბაჩიაშვილის დახმარების აღმოჩენის ბრალდებით კიდევ 2 მოქალაქისთვის ბრალის წარდგენას ცდილობს.
რეჟიმს გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკვე სამ საქმეზე აქვს დავა - კრიპტოვალუტის, "მტკვარი ჰესის" და საზღვრის კვეთის საქმეზე ბიზნესმენს უკვე აღკვეთი ღონისძიების სახით სამი პატიმრობა აქვს.
- "მტკვარი ჰესის" საქმეზე მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
- კრიპტოვალუტის საქმე - სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
- გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის კვეთის საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს