ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი დაიწყო - რა გეგმა აქვთ ევროპელ ლიდერებს

06.03.25 17:12
ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი დაიწყო - რა გეგმა აქვთ ევროპელ ლიდერებს

ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიხსნა - ბრიუსელში მსოფლიო ლიდერებმა უკრაინის საკითხზე მსჯელობა დაიწყეს. 

ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ამ წუთებში სწორედ იმ ნაბიჯებს განიხილავენ, თუ როგორ შეუძლიათ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი უკრაინის დახმარებას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დღევანდელ სამიტზე გადაიარაღების გეგმას წარადგინა, რომელიც 800 მილიარდი ევროს თავდაცვით ინვესტიციას ითვალისწინებს. პროექტის ერთი პუნქტი გულისხმობს იმას, რომ უკრაინისთვის თანხების ნაწილი ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაიღონ, ხოლო ნაწილი კი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან გამოინახება.

სქემა მოხალისეობრივი ხასიათისაა. შესაბამისად უნგრეთი, ან ევროკავშირის წევრი ცალკეული სახელმწიფო ამ გეგმის დაბლოკვას ვარ შეძლებს. ანუ, 27-1 უნგრეთის გამოკლებით ვეღარ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი EU-სთვის, დაეხმაროს უკრაინას. 

საგანგებოდ ჩანიშნულ სამიტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ მოიწვია, ელოდებიან, რომ დამტკიცდება კონკრეტული გეგმა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სპეციალური ფონდი და ამ ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით ევროპა გაცილებით მეტ იარაღს შეისყიდის, რომელიც ერთი მხრივ, ევროპას, მეორე მხრივ, უკრაინას გააძლიერებს.

ბალტიისპირა ქვეყნების ლიდერები ასევე გამოდიან ინიციატივით, რომ ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ მთლიანი შიდა პროდუქტიდან ყოველწლიურად 0.25%-ის რაოდენობის თანხები გამოყონ უკრაინის მხარდასაჭერად. 

ამავე თემაზე ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები