ფული არ არის ბორია ყველაფერი, ღირსებაა ყველაფერი, რომელიც შენ არ გაქვს-გიორგი ჩიკვაიძის დედა

11.03.25 18:41
ფული არ არის ბორია ყველაფერი, ღირსებაა ყველაფერი, რომელიც შენ არ გაქვს-გიორგი ჩიკვაიძის დედა

ფული არ არის ბორია ყველაფერი, ღირსებაა ყველაფერი. ღირსება, რომელიც შენ არ გაქვს, - ასე  მიმართა ბიძინა ივანიშვილს ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ “ტვ პირველის“ ეთერიდან და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მის შვილს ოლიგარქის არ ეშინია.

“ჩემ შვილს რომ არ შეეშინდა, იმიტომ გაუშვი . ღმერთმა დაიფაროს და ჩემ შვილს რამე დაემართოს“,- თქვა ეკა წერეთელმა.

წერეთელი დარწმუნებულია, რომ სანდრო გირგვლიანის დედა დღეს ცოცხალი რომ იყოს, აუცილებლად მის გვერდით დადგებოდა, რადგან ისიც საკუთარ შვილს იცავდა.

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მხოლოდ ფულია, ფული არ არის ბორია ყველაფერი, ღირსებაა ყველაფერი. ღირსება, რომელიც არც შენ გაქვს და არც იმ ადამაინებს, რომლებიც შენ გელაქუცებიან. გგონია, ვინმე უყვარხარ, ან პატივს გცემს? ეშინიათ შენი. ჩემ შვილს რომ არ შეეშინდა, იმიტომ გაუშვი. ღმერთმა დაიფაროს და ჩემ შვილს რამე დაემართოს.

ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ, მე ვფქირობ, რომ სანდრო გირგვლიანი დედა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს ჩემს გვერდით  იქნებოდა. ამათ როგორ ჰგონიათ, სანდრო გირგვლიანი დედა, თავის მკვდარ შვილს იცავდა და მე ჩემ ცოხალ შვილს არ დავიცავ?“, - თქვა წერეთელმა.

“ცეცხლი ოლიგარქიას“, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა „ტვ პირველის “ ეთერში ბიზნესმენ, გიორგი ჩიკვაიძის დედამ.

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დღეს დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა დღევანდელ პროცესზე ამტკიცებდა, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები