“მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული" - რა ხდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე

22.03.25 20:09
“მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული" - რა ხდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე

"შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა, თამილა დოლიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გააცხადა, სადაც დღეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაიშვილის საქმეების მოკვლევა დაასრულეს.

პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძემ არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლებს ცილისწამებაში დასდო ბრალი, ხოლო ბორდის წევრებს აღნიშნული ბრალდებების პროკურატურისთვის გამოსაძიებლად გადაცემა შესთავაზა.

„მიზანშეწონილი მგონია, რომ პროკურატურამ შეისწავლოს ეს საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს და რატომ არის ეს ამბები ერთმანეთთან გადაბმული. ეს თუ ჩვენ ასე არ გავაკეთეთ, განუწყვეტელი პროვოკაციები იქნება. ეს ასე არ უნდა დარჩეს და სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული. ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

გამოხმაურებები საზმაუს ბორდის წევრების განცხადებებზე: