ვინც კარგად შეასრულებს დავალებას, ისინი დაჯილდოვდებიან და დაწინაურდებიან-იურისტი რონი მესხის დაწინაურებაზე

იურისტ, ნიკა სიმონიშვილის თქმით, ქალზე ძალადობაში მხილებული პოლიციელის, რონი მესხის დაწინაურებით, „ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ “ვინც ასეთი სისასტიკით მოიქცევა და მათთვის კარგად შეასრულებს დავალებას, ისინი დაჯილდოვდებიან და დაწინაურდებიან.“
“ეს არის მთელი სისასტიკით მოქმედი რეჟიმი“,- აცხადებს იურისტი.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმს უპირისპირდებიან, “აძლევენ სიგნალს,რომ მათ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს არა თუ გამოიძიებენ, არამედ მოძალადეებს დააწინაურებენ.“
დემონსტრაციულად აკეთებენ უკვე “ქართულ ოცნებაში“, ანუ ამბობენ იმას, რომ ვინც ასეთი სისასტიკით მოიქცევა და მათთვის კარგად შეასრულებს დავალებას, ისინი დაჯილდოვდებიან და დაწინაურდებიან. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაძლევენ სიგნალს, რომ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც რეჟიმს ვუპირისპირდებით, თუ რამე დანაშაული იქნება ჩადენილი, არ თუ გამოიძიებენ, არამედ დანაშაულის ჩამდენები უბრალოდ დაწინაურდებიან, ეს არის მთელი სისასტიკით მოქმედი რეჟიმი,- ამბობს სიმონიშვილი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციელი როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილე ქალს თმები მოქაჩა, გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ეს უკანასკნელი ამ დრომდე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.