"შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატია" - ექსკლუზიური ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

პირველი ინტრევიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან -საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა რომელმაც საქართველო მთელს მსოფლიოს გააცნო, "პირველი" ინტრვიუ "პირველებს" მისცა, თქვა რომ ეროვნულმა ნაკრებმა საქრთველო ევროპაში უკვე შეიყვანა, თუმცა ყველაფერი ახლა იწყება.
"შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩეპიონატია" -უთხრა ფეხბურთელმა ექსკლუზიური ინტერვიუში "პირველბის" რეპორტიორს.
გაუმარჯოს საქართველოს. ველოდებოდით გულშემატკივრებისგან ასეთ დახვედრას. ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო საქართველოშიც და აქაც ველოდით, რომ დაგვხდებოდნენ. ჯერ კიდევ წინ არის ეს ზეიმი, რაც გველოდება. რონალდუსთან შეხვედრა ოცნება იყო და ოცნება ამიხდა. ძალიან დიდი გამოცდილება იყო მასთან თამაში. შემდეგი ოცნება არის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში", - თქვა კვარაცხელიამ.
ჯვაროსნების სრული შემადგენლობა საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა
ასევე ნახეთ: