საქართველოში დაბრუნებული ბუდუ ზივზივაძის მამის პირველი კომენტარი
"გაოგნებული ვარ, გაოგნებული..."- ასეთია ბუდუ ზივზივაძის მამის პირველ;ი კომენტარი ევრო 2024-დან ჩამოსვლის შემდეგ.
ბუდუს მამა დღეს ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად დაბრუნდა საქართველოში.
ჯვაროსნების სრული შემადგენლობა საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა
ასევე ნახეთ:
- გიორგი მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ "პირველებთან" (ვიდეო)
- რას გეგმავს მამარდა? - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს "რკინის გუმბათთან"
- საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე მიხეილ მესხის სტადიონზეა - "პირველების" ექსკლუზიური კადრები (ვიდეო)
- პირველი ინტერვიუ ზურიკო დავითაშვილთან
- "შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატია" - ექსკლუზიური ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან